Friday, July 8, 2011

ძველი სამყაროს გამოსახულებები

1.პროექტის სახელწოდება:ძველი სამყაროს გამოსახულებები
2.პროექტის მოკლე აღწერა:ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით მივიწყებული სხვადასხვა ეპოქის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნების მოძიება–შეგროვება და ამოცნობა–განსხვავება.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები იძიებენ და მუშაობენ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშებზე, მაგალითად: ეგვიპტური ქანდაკებები, კედლის მხატვრობა და სხვა.საუკუნეების მოქანდაკეებისა თუ ფერმწერების ნამუშევრები.
4.მონაწილეთა ასაკი:მე–7 მე–8 მე–9 მე–10.
5.ვადები,ხანგრძლივობა:6 თვე.პირამიდები
6.პროექტის შესაძლო აქტივობები  დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
7.მოსალოდნელი შედეგები:სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა,მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ძველი სამყაროს გამოსახულებებს.
8.სასარგებლო სხვებისათვის:მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ სხვადასხვა ეპოქის გამოსახულებებს  და შეძლებენ ისაუბრონ ხელოვნების ნიმუშთა მსგავსება–განსხვავებაზე.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნება– განიხილავენ იმ დროის ხელოვნების ნიმუშებს,ეცნობიან იმდროინდელი ხელოვნების ცხოვრება–სამყაროს გამოსახულებების შესახებ,პოულობენ საერთო თვისებებს,გეოგრაფიაში–დააკვირდებიან და ამოიცნობენ სხვადასხვა გამოსახულებების ადგილმდებარეობას..
11.მონაწილეობა სხვა სკოლებთან:სხვა კლასელებთან.
12.პროექტის ავტორი:თინათინ წიწილაშვილი.
13.პროექტის ავტორის ელ–ფოსტა:tinatintsitsilashvili@gmail.com

Wednesday, July 6, 2011

ყოველი დილა გაზაფხულია


Add caption

სოფელო ჩემო

სოფელო ჩემო,
შენგან შორს ვარ,ძლერ ვღონდები.
სოფელო ჩემო.
ყოველ წუთში შენ მაგონდები.
ო, როგორ მინდა შენს შუკებში
მუდამ ვირბინო
ო, როგორ მინდა გამაღვიძოს მამლის ყივილმა
ჩემო ობოლავ მაგ თვალებში გაკოცო მინდა
ჯაჭვი შეგახსნა, გაბალახო, გაგიშვა მინდვრად
ჩემო პატარა ფისუნიავ და ჩემო რადავ,
რატომ დაგტოვეთ მალხაზებო ნეტავი რადა?
ჩემო დებო და სულ პატარა შენ ჩემო ძამავ,.
მშობლებო ჩემო,მენატრებით არ გჯერათ არა?
ჩემო სოფელო,
მოჩუხჩუხე პატარა წყარო,
და შენ მდინარევ,ლიფსიტებით სულ მუდამ სავსე,
ჩემო სოფელო,
მენატრები ნეტავ რად ასე?

 ,